09 მაისი 2024,   00:54
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, აქ მოხვდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც მოიწონებს ჩინჩალაძე - ჯანეზაშვილი უვადო მოსამართლეებზე

იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა. იმ 50 კანდიდატიდან, რომლებმაც იუსტიციის საბჭოში გასაუბრება გაიარეს, საბჭოს წევრების მიერ 20 კაცი იქნება შერჩეული, რომელთა სიაც შემდგომში დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

საბჭოს არამოსამართლე წევრები კონკურსის  ფასადურობაზე საუბრობენ. ნაზი ჯანეზაშვილი დარწმუნებულია, რომ 20-კაციან სიაში არა ღირსეული, არამედ მიხეილ ჩინჩალაძის შერჩეული კანდიდატები მოხვდებიან.

„კონკურსი იყო ფასადური. კონკურსი არ იყო ნამდვილად იმისათვის, რომ მხოლოდ ღირსეულ ადამიანებზე ყოფილიყო არჩევანი გაკეთებული, რადგან გასაუბრება ამას მოწმობს. დღეისათვის არ არის აუცილებელი, რომ ოცი მოსამართლე დაინიშნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დღეისათვის ამ ქვეყანას სჭირდება მხოლოდ ღირსეული ადამიანები სასამართლო სისტემაში. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აქ მოხვდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც მოიწონებს ჩინჩალაძე,“- განაცხადა ჯანეზაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები