09 მაისი 2024,   02:06
ვრცლად
ის არის საერთაშორისო მამათმავლური გაერთიანების წარმომადგენელი - გიორგი ახვლედიანი თედ ჯონასზე

„ის არის კონკრეტულად გარკვეული საერთაშორისო მამათმავლური გაერთიანების წარმომადგენელი,“- ასე მოიხსენია  „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა იურისტი თედ ჯონასი, რომელიც ლევან ვასაძის  წინააღმდეგ პროკურატურას საჩივრით მიმართავ. ახვლედიანის განცხადებით, თედ ჯონასი ლგბტ წარმომადგენლების ინტერესებს ფინანსური სარგებელის გამო იცავს.

გიორგი ახვლედიანის თქმით, ქართული საზოგადოება ნორმიდან გადახრას არასდროს შეეგუება.

„ როგორც ჩანს,  ის არ არის მხოლოდ და მხოლოდ იურისტი, ის არის  კონკრეტულად გარკვეული საერთაშორისო მამათმავლური გაერთიანების წარმომადგენელი და იცავს მათ ინტერესებს. მან იცის, რომ ამაზე ძალიან დიდი ფული იხარჯება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და როგორც ჩანს, ახლა სწორედ აი, ეს ფინანსური ინტერესი ამოძრავებს უკვე სასამართლო წარმოების კონტექსტში. აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი საზოგადოებისას მიაჩნია, რომ არა ბუნებრივის და არა ნორმალურის და გაუკუღმართებულის ნორმად დაკანონება არის მიუღებელი,“- განაცხადა ახვლედიანმა.

თედ ჯონასი ვასაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

იურისტი დარწმუნებულია, რომ ვასაძემ თავის განცხადებებით და ქმედებებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლი დაარღვია, შესაბამისად მის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. მათ შორისაა: უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა, უკანონო ფორმირების შექმნა, ძალადობისაკენ საჯარო მოწოდებები და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

დღის ამბები