09 მაისი 2024,   00:37
ვრცლად
დონბასში ორმხრივი სროლის დროს 1 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 8 დაიჭრა

ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის ორმხრივი სროლის დროს ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და რვა დაიჭრა.

სააგენტო "უნიანის" ცნობით, პრორუსმა სეპარატისტებმა გამყოფი ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 22-ჯერ დაარღვიეს. მათ შორის მინსკის ხელშეკრულებით აკრძალული 120 და 82 კალიბრის ნაღმსატყორცნებიც გამოიყენეს.

ბოლო დღეებში დონბასში სიტუაცია გამწვავდა. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დღის ამბები