08 მაისი 2024,   05:51
ვრცლად
"ქალბატონ ენძელასაც დაუჭერდა "ოცნება" მხარს, თუ სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე ივანიშვილი წარადგენდა" - მელია 

პარლამენტში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მთავრობის მიერ დასახელებულ კანდიდატს გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ. წინასწარ არის ცნობილი, რომ ყოფილ დეპუტატს სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მხარს არც ოპოზიცია და არც დამოუკიდებელი დეპუტატები არ დაუჭერენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ლილუაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისადმი ერთგულების ნიშნით აარჩიეს. მელიას ეჭვი არც იმაში ეპარება, რომ უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის წარდგენილ ნებისმიერ კანდიდატს დაუჭერს მხარს.

"ბატონი ლილუაშვილი დგება ივანიშვილის მოსამსახურეთა რიგებში, უკვე კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის რანგიდან. ერთადერთი ნიშნით ინიშნება ეს ადამიანი, ერთგულების ნიშნით ივანიშვილისადმი და არა იმიტომ, რომ მან უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ეს არის ფაქტი. რა თქმა უნდა, მას მხარს დაუჭერენ, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კანდიდატს. თუნდაც, ქალბატონი ენძელა მაჭავარიანის კანდიდატურა, რომ წაეყენებინა სუს-ის ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე ბატონ ივანიშვილს, მასაც აუცილებლად დაუჭერდნენ მხარს,"- განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები