08 მაისი 2024,   03:43
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ფილიპინებში - სტიქიის შედეგად რამდენიმე შენობა დაინგრა

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ფილიპინებში. ეპიცენტრი ქალაქ დავაოდან 37 კილომეტრში დაფიქსირდა. სტიქიის გამო დაინგრა რამდენიმე შენობა, მათ შორის ერთი სასტუმრო.

მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.  ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრა 3 დღის წინაც მოხდა, მაშინ სტიქიამ 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დღის ამბები