10 დეკემბერი 2019,   00:27
ვრცლად
მუქარა და ძალადობა სოციალური ქსელით - ახლგაზრდა ქალი იძულებული გახდა, პოლიციისგან შემაკავებელი ორდერი მოეთხოვა 

ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი 24 წლის ქალი - თითქმის ერთი წელია, რაც ახალგაზრდა ქალს, 30 წლის მიხეილ მელქაძე, სოციალური ქსელის დახმარებით აშინებს და იძულებით კონტაქტს ცდილობს.

მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელიდან მამაკაცი მის რეალურ ცხოვრებაშიც გამოჩნდა, ქალმა პოლიციას მიმართა და შემაკავებელი ორდერი მოითხოვა.

მელქაძის წინააღმდეგ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწო და საგამოძიებო უწყებამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

13 ნოემბრის შემდეგ მელქაძეს მსხვერპლთან მიახლოება და კონტაქტი ეკრძალებოდა, თუმცა მან ორდერი გაცემიდან მეორე დღესვე დაარღვია.

მიხეილ მელქაძე ორდერის დარღვევიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ დააკავეს. ქალს კი დაზარალებულის სტატუსი შემაკავებელი ორდერის დარღვევის საქმეში მიენიჭა. 24 წლის გოგომ პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც გაირკვა, რომ მიხეილ მელქაძე იმ სოფელში ჩავიდა, სადაც გოგონას ასაკოვანი ბებია ცხოვრობს და მის სახლში შეჭრა სცადა. დაზარალებულის დედა ამბობს, რომ მამაკაცი დედა-შვილს სხვადასხვა სოციალური ქსელიდან სისტემატიურად წერდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. მათი მტკიცებით, მელქაძე ცრუ facebook გვერდებს არეგისტრირებდა, მათ შორის დაზარალებული დედა-შვილის სახელზე და არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა. 

დაზარალებული ქალი მოძალადეს მხოლოდ ერთხელ შეხვდა, როდესაც პოლიციამ გამოკითხვაზე ორივე ერთდროულად დაიბარა. საქმეს ვარკეთილის მერვე განყოფილება იძიებს. დაზარალებულის ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება ჯერ ადევნების პრიმა მუხლით დაიწყო და მიხეილ მელქაძეზე შემაკავებელი ორდერი გაიცა, მისი დარღვევის შემდეგ კი ის დააპატიმრებს. ადვოკატი ორივე საქმის გაერთიანებას და ადევნების საქმეში ქალისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

"კურიერმა" გაარკვია, რომ მიხეილ მელქაძემ 2006 წელს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და 6 თვის შემდეგ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლებს. მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი მასზე 4-ჯერ გაიცა, ორჯერ საკუთარი მამის ცემის ფაქტზე, ამ დრომდე მას კანონით ეკრძალება ყოფილ მეუღლესთან მიახლოებაც და მეოთხეჯერ მის წინააღმდეგ გამოწერილი ორდერი დაკავების მიზეზი გახდა.

დღის ამბები