30 იანვარი 2020,   01:42
ვრცლად
"ჩვენ ცენტრს ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას არ მივცემთ" - დავით ქაცარავა

საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთი საპროტესტო ტალღისთვის მოემზადებიან.

მოძრაობა ”სირცხვილიას” აქტივისტ შოთა დიღმელაშვილის თქმით, არსებობს წარმატებული ქვეყნების პრაქტიკა, როგორ ებრძოლონ რუსულ პროპაგანდას ქვეყანაში.

"​ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება საქართველოში რუსეთის ოფიციალურად შემოყვანას ცდილობს. ასეთ დროს სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან დიდი როლი აქვს და ჩვენ პირდაპირ ომს გამოვუცხადებთ რუსული კულტურის ცენტრის გახსნას,"- აღნიშნა გიგა მაქარაშილმა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი დავით ქაცარავა საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნას ეწინააღმდეგება.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების განხორციელებისას. თუ მაინც გააკეთებენ ამ ყველაფერს, ჩვენ ცენტრს ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას არ მივცემთ," - განაცხადა დავით ქაცარავამ.

დღის ამბები