09 მაისი 2024,   03:07
ვრცლად
დაგვაკავონ, გამოვალთ და უფრო მოტივირებულები გავაგრძელებთ სამართლიანობისთვის ბრძოლას - "გაბედეს" აქტივისტები

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოძიებას მათთან კითხვები "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით აქვს.

"გაბედეს" აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხულიგნობას და პოლიციელების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.

მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტი ბექა ნათელაშვილი სასამართლო სისტემისადმი არ არსებულ ნდობას პრობლემას უწოდებს. "გაბედეს" აქტივისტის თქმით, მოსალოდნელი დაკავებების მიუხედავად, მოძრაობის სხვა წარმომადგენლები  პროტესტს გააგრძელებენ.

"ძალიან სამწუხაროა, როცა ქვეყანაში სასამართლო სისტემა  ნდობას არ იმსახურებს, ისევე როგორც არ იმსახურებს ნდობას პარლამენტი, მთავრობა. ეს არის პრობლემა და ჩვენ რომც დაგვაკავონ, სხვა "გაბედეს" წარმომადგენლები გააგრძელებენ ამ პროტესტს და ეს პროტესტი არ გაჩერდება. დაგვაკავონ, გამოვალთ და მერე კიდევ უფრო გაბრაზებულები, მოტივირებულები და უფრო ენერგიულები გავაგრძელებთ სამართლიანობისთვის ბრძოლას," - აცხადებს ბექა ნათელაშვილი.

დღის ამბები