07 მაისი 2024,   20:14
ვრცლად
"სანქციები მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასევე ოკუპანტი ქვეყნის მიმართაც" - მინისტრის მოადგილე

ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი წლის ბიუჯეტში საქართველოს საკითხი ისევ მოხვდა. აშშ საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის, თანხა კი 132 მილიონ დოლარს შეადგენს. 

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს წელს 5 მილიონით მეტს გამოუყოფს თავდაცვის, უსაფრთხოების, დემოკრატიული რეფორმების და განათლების სფეროების გასაძლიერებლად. 40 მილიონი თავდაცვას მოხმარედება

საკითხს გამოხმაურება უკვე მოჰყვა საქართველოს ხელისუფლებაში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნის მიერ მორიგი სოლიდური ფინანსური დახმარებიდან 80 მილიონამდე იმ მიმართულებებსაც მოხმარდება, რომელშიც განსაკუთრებით აქტიურია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხილულ დოკუმენტში ოკუპირებული რეგიონების არაღიარების შესახებაც არის ჩანაწერი.

დოკუმენტის თანახმად, დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყანა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

"კანონში ოკუპაციის ხაზგასმაც და ხსენებაც არის ძალიან მკაფიო სამართლებრივი შეფასება. ასევე, სანქციები ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასევე ოკუპანტი ქვეყნის მიმართაც. სანქციების ფორმა დემოტივატორი და პრევენციის გამტარებელია იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც შესაძლოა რაღაც მოსაზრებები ჰქონდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის კონტექსტში," - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა. 

 

დღის ამბები