08 მაისი 2024,   07:06
ვრცლად
პოლიტიკურ წრეებში სალომე ზურაბიშვილის განცხადება კრიტიკის საგანი გახდა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პოლიტიკურ წრეებში განხილვა დილიდანვე მოჰყვა.

ოპოზიციის ნაწილისთვის პრეზიდენტის მიერ საზღვრებთან დაკავშირებული განცხადება აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ საზღვრის ოფიციალურად აღიარებაა.

"ევროპულმა საქართველომ" საგანგებო ბრიფინგი გამართა და სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.

სალომე ზურაბიშვილმა საზოგადობრივი მაუწყებლის ეთერში ჟენევის ფორმატის შეცვლის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ფორმატმა ტექნიკური ხასიათი მიიღო და ბიუროკრატები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. პრეზიდენტს სურს, რომ საქართველოს რუსეთთან "ნორმანდიის ფორმატის" ტიპის მოლაპარაკებები ჰქონდეს.

ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე საუბარი "ნაციონალური მოძრაობისთვის" რუსეთის ინტერესებით მოქმედებაა.

ნინო ბურჯანაძე დიალოგის მომხრეა, მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ჟენევის ფორმატის შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

პრეზიდენტმა ერთ საათზე მეტი დროის განმავლობაში როგორც საშინაო, ასევე საგარეო, ოკუპაციის და პოლიტიკურად მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა. ერთ-ერთი ვრცელი განმარტება კი სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებით გააკეთა და თქვა, რომ თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, შეწყალება ძალიან მძიმე დანაშაულებსაც კი უნდა შეეხოს.

ავტორი:ქეთევან ზანთარაია

დღის ამბები