09 მაისი 2024,   07:13
ვრცლად
საახალწლო მზადება აშშ-ში და ევროპაში უკვე დაიწყო - ქალაქებში მობილიზებულია პოლიცია 

ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან ევროპასა და აშშ-ში. მილიონობით ადამიანი დღესასწაულს ქუჩაში შეხვდება, ამის გამო დიდ ქალაქებში პოლიცია უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს და ახალი წლის ღამეს განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს.

პოლიცია პატრულირებს უკვე ნიუ იორკში. თაიმ სქვერზე ტრადიციულად ბროლის ბურთს დაუშვებენ.

ქუჩებში ხალხის უსაფრთხოებაზე საფრანგეთში 100 ათასზე მეტი პოლიციელი იზრუნებს. სამხედროები და მეხანძრეები იმუშავებენ პარიზში ეიფელის კოშკთან, იქ სადაც ახალი წლის შესახვედრად ათასობით ტურისტი მივა.

საახალწლო ციებ-ცხელებაა რიო დე ჟანეიროში. ახალ წელს კოპაკაბანას ცნობილ სანაპიროზე გრანდიოზული ფოიევერკით შეხვდებიან.

დღის ამბები