09 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
რამდენიმე ქვეყანაში ახალი წელი უკვე დადგა - ახალ ზელანდიაში გრანდიოზული ფოიერვერკი მოეწყო

დედამიწის ერთ ნაწილში უკვე ახალი წელია. 2020 წელი უკვე დადგა ახალ ზელანდიაში. მაყურებელს პირდაპირ ეთერში შეუძლია ნახოს კადრები ოკლენდიდან. "სქაი თაუერის" სიახლოვეს, სადაც გრანდიოზული ფოიერვერკი უკვე გაუშვეს, ათასობით ადამიანია შეკრებილი.

წელს პირველად ფოიერვერკის სანახავად ლაზერქალაქში მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან უამრავი ტურისტია ჩასული. 2 საათში ახალი წელი დადგება ავსტრალიაში. ამის შემდეგ უკვე იაპონიაში, ჩრდილოეთ კორეასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

ოკლენდში ტრადიციული ფოიერვერკს ცათამბჯენი "სქაი თაუერზე," პირველად სინათლის და ლაზერული შოუ დაემატა. შოუს სანახავად ხალხი ადგილებს საღამოს 21:00 საათიდან იკავებდა. საახალწლო წარმოდგენები "სქაი თაუერთან" და "ჰარბორ ბრიჯზე" გაიმართება.

დღის ამბები