09 მაისი 2024,   04:08
ვრცლად
მოსამართლემ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა, რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა.

დღეს გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესზე მოსამართლის აცილებას მოითხოვა.

ადვოკატის შეფასებით, მოსამართლე ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 

"დარწმუნებული ვართ, რომ სადაც კამერის დაშვებაზე იღებს ასეთ უკანონო გადაწყვეტილებას ყოველგვარი მოტივაციისა და საფუძვლების გარეშე, ცხადია ძირითად გადაწყვეტილებას პატიმრობასთან დაკავშირებით მისგან არ ველოდებით ობიექტურს. სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ მისი აცილება," - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

აღსანიშნავია, დღეს სასამართლო პროცესზე ხმაურის გამო მოსამართლემ სხდომა დახურა, რასაც დარბაზში პროტესტი მოჰყვა.

"თავისუფლება რურუას" - რურუას მხარდაჭერები დარბაზში შესვლას სხვადასხვა შეძახილით ცდილობდნენ. ამასთან, მოსამართლეს "მონას" ეძახდნენ.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს. მას აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. რურუას საქმეს ახალი მუხლი რამდენიმე დღის წინ დაემატა, რაც სასამართლო გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. დაკავებულის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ რურუა პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, მას იარაღი ჩაუდეს და ბრალდება მტკიცებულებების გაყალბებას ცდილობს.

დღის ამბები