09 მაისი 2024,   14:10
ვრცლად
მსოფლიოს ნაწილმა ახალი წელი უკვე იზეიმა - ყველაზე ბოლოს 2020 წელი წყნარ ოკეანეში მცირე კუნძულებზე დადგება

მსოფლიოს ერთმა ნაწილმა 2020 წლის დადგომა უკვე იზეიმა. ახალი წელი პირველებმა წყნარ ოკეანეში, შობის კუნძულზე იზეიმეს. 

2020 წელი დედამიწაზე პირველად სწორედ წყნარ ოკეანეში, კირიბატის რესპუბლიკაში შობის კუნძულებზე დადგა. ამის შემდეგ კი თბილისის დროით დღის 15:00 საათზე ახალ წელს ახალ ზელანდიაში შეხვდნენ, ჰარბორ ბრიჯთან 2019 წლის ბოლო წამები მსახიობებთან ერთად აითვალეს და 328 მეტრიანი "სქაი თაუერიდან" გრანდიოზული ფოერვერკი გაუშვეს. წელს პირველად ფოერვერკს ლაზერული შოუ დაემატა.

ავსტრალიაში ხანძრების გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ფოერვერკებით შეხვდნენ 2020 წელს. სიდნეიში ოკეანის სანაპიროზე ოპერის შენობასთან 100 ათასი ფოერვერკი გაუშვეს. შოუ 15 წუთს გაგრძელდა.

2019 წელი გრანდიოზული კონცერტით გააცილეს ჩრდილოეთ კორეაში.

ახალი წელი დადგა ამომავალი მზის ქვეყანაშიც, საახალწლოდ მორთულ ტოკიოს ქუჩებში იაპონელები ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან.

ახალ წელს შეხვდნენ ჰონგ-კონგში, 6-თვიანი ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს ქალაქის ცენტრში, სადაც ფოერვერკი და ლაზერის შოუ გაიმართა.

ახალ წელს უკვე ზეიმობენ ტაილანდშიც.

ახალი წლისთვის ემზადებიან არაბთა გაერთიანებულ ემირატებში. დუბაიში ბურჯი ჰალიფის კოშკი ფოერვერკით ისევ განათდება.

ახალი წლის ღამეს გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები ევროპის ქალაქებში. პარიზსა და ბერლინში პოლიციელების უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული. ბერლინში ბრანდერბურგის კარიბჭესთან, ხოლო პარიზში ელისეის მინდვრებზე შეხვდებიან 2020 წელს. ლონდონში კი 2 წლიანი პაუზის ბიგ ბენი 12:00 საათს პირველად დარეკავს.

ტრადიციულად ბროლის ბურთს დაუშვებენ და მილიონობით ფერად ფურცლებს მიმოფანტავენ ნიუ იორკში "თაიმ სქვერზე."

ყველაზე ბოლოს 2020 წელს კი ისევ წყნარ ოკეანეში მცირე კუნძულებზე შეხვდებიან.

დღის ამბები