09 მაისი 2024,   01:16
ვრცლად
80 წლის ქალის მკვლელობა გურიაში - მეზობლები ეჭვმიტანილად ერთ-ერთ მეზობელს ასახელებენ

გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მოკლული 80 წლის ქალის ცხედარი პროზექტურიდან უკვე გადმოასვენეს. ოჯახის ინფორმაციით, ცხედარს სახეზე დაზიანებების კვალი აღენიშნება და ბალიშით არის გაგუდული. მეზობლები პირად საუბრებში ეჭვმიტანილად ერთ-ერთ მეზობელს ასახელებენ, რომელიც წარსულში მეზობლის გაქურდვის ფაქტზე იყო დაკავებული.

შსს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108 და 177 მუხლებით და მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.

დღის ამბები