09 მაისი 2024,   05:41
ვრცლად
მამა-შვილი პურის საცხობში სავარაუდოდ ბუნებრივი აირით მოიწამლა - შემთხვევა გურჯაანში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში პურის საცხობში ორი ადამიანი სავარაუდოდ ბუნებრივი აირით მოიწამლა. მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში თანამშრომელმა ნახა. ორივე მათგანი გურჯაანის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ახლობლების ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა მათი თბილისში ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო.

ახლობლების განცხადებით, მამა-შვილი დიდი ხანია თონეში მუშაობს, ამიტომ მომხდარი შემთხვევა მათთვის გასაკვირია. მათი თქმით, ისინი უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ჯერჯერობით გრძნობაზე მოსვლის არავითარი ნიშნები არ აქვთ,

დღის ამბები