27 აპრილი 2024,   21:27
ვრცლად
ფილიპინების დედაქალაქში, ტრადიციულად, იესო ქრისტეს ქანდაკება ჩამოატარეს

ტრადიციული მსვლელობა ფილიპინების დედაქალაქში - მანილაში იესო ქრისტეს ქანდაკება ჩამოატარეს. მსვლელობაში მონაწილეობა ნახევარმა მილიონმა ფილიპინელმა მიიღო.

"იესო ნაზარეველის" ქანდაკება მე-17 საუკუნეში შექმნეს. ფილიპინელი კათოლიკეების რწმენით, მას დაავადებების განკურნება და სურვილების ახდენა შეუძლია.

ტრადიციულად, იესო ქრისტეს ქანდაკება, მანილაში 6-კილომეტრიან პროცესიას გადის. დღესასწაული თითქმის 24 საათი გრძელდება და მასში მონაწილეობას რამდენიმე მილიონი ფილიპინელი იღებს.

დღის ამბები