28 აპრილი 2024,   16:07
ვრცლად
ჩვენ არ ვზოგავთ ძალას უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რომ ანაკლიის პროექტი არ გაჩერდეს - მამუკა ხაზარაძე

ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე ეხმაურება.

მამუკა ხაზარაძე ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

ის ამბობს, რომ უცხოელ პარტნიორებთან ერთად ყველაფერი კეთდება, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ გაჩერდეს. 

"ჩვენ არ ვზოგავთ ძალას ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რომ მოხდეს და დადგეს ერთი შედეგი, რომ ანაკლიის პროექტი არ გაჩერდეს. პროექტის გაჩერება რანაირი მიზეზითაც არ უნდა მოხდეს, გამოიწვევს ამ პროექტის გადადებას დროში. არსებობს რეალური ინვესტორი, რომელთანაც ჩვენ ერთი წლის წინ გვქონდა შეთანხმება მიღწეული და თქვენ გახსოვთ და ახლაც ამ პოზიციაზე ვართ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ, პრაქტიკულად, გამოგვაცხადეს ე.წ. ფულის გამთეთრებლებად და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს მოლაპარაკება ბოლომდე არ მისულიყო,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები