08 მაისი 2024,   22:48
ვრცლად
პარაგვაის ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა ​ 

პარაგვაის ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა. მსჯავრდებულებმა მიწისქვეშა გვირაბი გათხარეს და ციხის ტერიტორია დატოვეს.

გაქცეული პატიმრების უმეტესობა ბრაზილიური კრიმინალური დაჯგუფების წევრია.

სამართალდამცველები ვარაუდობენ რომ დამნაშავეები შესაძლოა უკვე ბრაზილიაში იმყოფებოდნენ. პოლიციამ ქალაქში, სადაც ციხე მდებარეობს, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაამკაცრა.

დღის ამბები