08 მაისი 2024,   06:41
ვრცლად
ბეირუთში ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ლიბანის დედაქალაქში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებია. ბეირუთში ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტებმა მთავრობის შენობის წინ ბარიკადების აგება სცადეს. სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ლიბანში გასული წლის 17 ოქტომბერს დაიწყო. დემონსტრაციების ფონზე ლიბანის მთავრობა გადადგა და ახალი ხელისუფლება შეიქმნა.

თუმცა ქვეყანაში ამან ვითარება არ შეცვალა და აქციები გაგრძელდა. დემონსტრანტები ახლა ახალი მინისტრთა კაბინეტის წინააღმდეგ გამოდიან.

დღის ამბები