09 მაისი 2024,   02:04
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და შეწყვეტილი გამოძიება - პანკისელებისთვის პროკურატურის განცხადება მიუღებელია

პანკისელებისთვის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, პროკურატურის განცხადება მიუღებელია. ადგილობრივები საგამოძიებო ორგანოს უნდობლობას უცხადებენ.

მათი თქმით, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები თემირლანის ტერორიზმთან კავშირს არ ადასტურებს.

რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი ჯერ უცნობია - პანკისელები საერთო შეთანხმების შემდეგ განცხადების გავრცელებას და სამომავლო გეგმაზე მსჯელობას აპირებენ.

"ხომ არსებობდა ესეთი საშუალება, რომ ლიკვიდაციის გარეშე აეყვანათ. მით უმეტეს თუ თბილისში მოძრაობდა, ან უწყებაში დაებარებინათ. ყველასთვის გასაგებია, რომ სახელმწიფო თავის თავს ვერ დაადანაშაულებს ამ საქმეში," - განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესმა, ემზარ ტოხოსაშვილმა.

ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ სტრასბურგის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს.

"რა თქმა უნდა, ამას, ასე უყურადღებოდ არ დავტოვებთ და გამოხმაურება იქნება ამასთან დაკავშირებით," - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი რამზან გორგიშვილი

 

დღის ამბები