28 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
ყურადსაღებია ამერიკელი პარტნიორების განცხადება, ყურადღებით ვეცნობით - ნათია თურნავა

საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიული პარტნიორების გზავნილებს ყურადღებით ეცნობა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თუმცა მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში კონგრესმენებისა და სენატორების წერილში ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია იკვეთება.

"ჩვენთვის ყოველთვის ყურადსაღებია დასავლელი, ამერიკელი პარტნიორების, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ესა თუ ის განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გადაუმოწმებელ და არასწორ ინფორმაციას ეყრდნობა ეს განცხადება, ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით ვეცნობით.

რაც შეეხება კომპანია "ფრონტერას", 2019 წლის დეკემბერში, ლონდონში უკვე დასრულდა არსებითი მოსმენები. საერთაშორისო არბიტრაჟისგან უახლოეს პერიოდში ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას.

სხვებსაც მოვუწოდებთ, ვინც არ უნდა იყოს ეს, პატივი ვცეთ საერთაშორისო არბიტრაჟს. ვიდრე გადაწყვეტილება არ იქნება გამოცხადებული, ნუ გავაკეთებთ სხვადასხვა მკვეთრ და ხშირად არასწორ და მცდარ ინფორმაციაზე დაფუძნებულ განცხადებებს, რამეთუ ეს აღქმული შეიძლება იქნეს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟზე ზეწოლის ფაქტი," - განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები