27 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
კორონავირუსმა დიდ ბრიტანეთშიც შეაღწია 

კორონავირუსმა დიდ ბრიტანეთშიც შეაღწია - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთში მოგზაურობისგან თავი შეიკაონ. გაფრთხილება სახელმწიფო დეპარტამენტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ახალი კორონავირუსის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ჟენევაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩინეთსა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გავრცელებულ ეპიდაფეთქებას საპასუხო ზომების მიღება სჭირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ვირუსი განსაკუთრებით საგანგაშოა ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე ქვეყნებში.

დღის ამბები