07 მაისი 2024,   11:52
ვრცლად
კიდევ 46 გარდაცვლილი ბოლო 24 საათის განმავლობაში - კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

კიდევ 46 გარდაცვლილი ბოლო 24 საათის განმავლობაში - ახალი კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება. 

შტატებსა და იტალიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კი პირველი შემთხვევები ლაბორატორიულად დაფიქსირდა.

259 გარდაცვლილი და 11 ათასზე მეტი ინფიცირებული - ასეთია ახალი კორონოვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, გაზრდილია ინფიცირებულთა ციფრიც.

ხანიდან კალიფორნიაში 195 ამერიკელი უკვე ჩაიყვანეს. ისინი კარანტინში იქნებიან. კარანტინის აუცილებლობა კი მას შემდეგ დადგა, რაც გაირკვა, რომ ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ჯერ კიდევ ინკუბაციის პერიოდშივე ხდება.

პრევენციული ზომების მიუხედავად, ახალი კორონავირუსის გავრცელების გეოგრაფიული არეალი ყოველდღიურად იზრდება. პირველი შემთხვევები დადასტურდა ესპანეთსა და შვედეთშიც. ესპანელი კაცი ერთ-ერთი იყო ხუთ პირს შორის, რომლებსაც ექიმები აკვირდებოდნენ. მათი იზოლირება მას მერე მოხდა, რაც გაირკვა, რომ კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ გერმანელ კაცთან.

რაც შეეხება შვედეთს ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც მანამდე ჩინეთის ქალაქ უხანში იმყოფებოდა. პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს იზოლირებულ განყოფილებაში ექიმების დაკვირვების ქვეშაა.

ეპიდაფეთქების გამო ჩინეთის მიმართულებით 10 000-მდე ავიარეისი გაუქმდა. სრულდება მხოლოდ ის სპეცრეისები, რომლითაც ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამ ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ახალმა კორონავირუსმა უკვე 24 ქვეყანაში შეაღწია, მათ შორის რუსეთშიც. ეპიდემია ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა, რომელშიც ახლა კარანტინია გამოცხადებული. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორები შიშობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მაღალია და მხოლოდ ქალაქ უხანში 75 ათასს აღწევს.

დღის ამბები