08 მაისი 2024,   03:05
ვრცლად
კელიაში მომხდარი მკვლელობა - კახა შელიას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

მარტყოფში, მამათა მონასტერში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. გამოძიების ინფორმაციით, კახა შელიამ, 5 თებერვალს, კელიაში მასთან ერთად მცხოვრები რუსეთის მოქალაქე ნაჯახით მოკლა.

შელია განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის უკვე ნასამართლევია. ფსიქიკური პრობლემების გამო, მან სასამართლოს გზით მისჯილი 18-წლიანი პატიმრობა ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა, გათავისუფლების შემდეგ კი თავი ეკლესიას შეაფარა.

დღის ამბები