07 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
პირველად პროკურატურის ისტორიაში, ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდა - ანრი ოხანაშვილი შოთაძის შერჩევის პროცესზე

მმართველი გუნდი, მხარს ირაკლი შოთაძეს უჭერს, "ქართული ოცნების" წევრები საკუთრ პოზიციას ღიად აცხადებენ. 

რაც შეეხება თავად საპროკურორო საბჭოს წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გენერალური პროკურორის კანდიდატის არჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდა.

"პირველად პროკურატურის ისტორიაში, ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდა. რეიტინგით საუკეთესო გამოსვლა, ბატონ ირაკლი შოთაძეს ჰქონდა და ამიტომ, მე მას ღიად ვამბობ, რომ მხარს დავუჭერ.

მან საპროკურორო საბჭოს კვალიფიციური და დამაჯერებელი პასუხები გასცა. ირაკლი შოთაძე მზად არის დაიკაოს ეს ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია," - განაცხადა საპროკურორო საბჭოს წევრმა, ანრი ოხანაშვილმა

დღის ამბები