08 მაისი 2024,   01:34
ვრცლად
დაღუპულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი - კორონავირუსით ბოლო 24 საათში 97 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 910 მიაღწია. ინფიცირებულია 40 ათასზე მეტი ადამიანი. ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, ვირუსისგან 3 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შესასწავლად ქვეყანაში ექსპერტთა ჯგუფი უკვე გაგზავნა.

ვირუსი ჩინეთის გარდა კიდევ 27 ქვეყანაში ფიქსირდება.

ჩინეთის ელჩი დღეს თბილისში ბრიფინგის გამართვას გეგმავს და საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთში არსებულ ბოლო ინფორმაციას მიაწვდის.

დღის ამბები