08 მაისი 2024,   00:45
ვრცლად
ვადამდელი არჩევნები აზერბაიჯანში - ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტია ლიდერობს

აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტია ლიდერობს. მმართველმა პარტიამ "ახალმა აზერბაიჯანმა" 125 მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 69 მანდატი მოიპოვა.

ამ ეტაპზე ხმების 87%-ია დათვლილი. ილჰამ ალიევს და მის პარტიას არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა თურქეთის პრეზიდენტმა. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 47%-ზე მეტმა მიიღო.

ქვეყნის ისტორიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა.

დღის ამბები