09 მაისი 2024,   02:31
ვრცლად
"ქართული ოცნების" წევრები ევროპის საბჭოს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელს შეხვდებიან

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე სტრასბურგში შეხვედრებს გამართავენ. "ქართული ოცნების" წევრები ევროპის საბჭოს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელს შეხვდებიან.

უმრავლესობა ევროპელ კოლეგებთან საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრებს. შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია ასოცირების კომიტეტის სხდომაც. 

"მივემგზავრებით სტრასბურგში, სადაც გვექნება შეხვედრები მომდევნო სამი დღის განმავლობაში. შევხვდებით ევროპარლამენტის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელს, ჩვენ მათ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე მივაწვდით ინფორმაციას," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

სტრასბურგში შეხვედრებს გამართავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც. სოფო კილაძე კოლეგებთან საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციაზე გაამახვილებს ყურადღებას.

"საქართველომ უნდა წარადგინოს ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა სფეროში ეწევა, მათ შორის არის, დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ევროკავშირის მხრიდან ძალიან ბევრი პროგრესული ნაბიჯი აღინიშნა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა. მნიშვნელოვანია ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე," - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

დღის ამბები