08 მაისი 2024,   04:00
ვრცლად
ჩინეთიდან ჩამოსული 34 მოქალაქიდან საჩხერის სასტუმროში ამ დროისათვის 31 რჩება

საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსული 34 მოქალაქიდან, საჩხერის სასტუმროში ამ დროისათვის 31 რჩება.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, სამი მოქალაქე საკუთარ სახლში განაგრძობს კარანტინის გავლას. როგორც ქამუშაძე განმარტავს, მოქალაქეების გაშვებამდე მათი საცხოვრებელი პირობების შესწავლა მოხდა და ამის შემდეგ გავიდნენ ბინაზე.

რაც შეეხება დარჩენილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათ ეპიდემიოლოგები ზედამხედველობენ და ვირუსის ნიშნები არცერთ მათგანს უფიქსირდება.

დღის ამბები