10 მაისი 2024,   20:00
ვრცლად
ბიზნესის ნდობა იზრდება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა - ნათია თურნავა

"ბიზნესის ნდობა იზრდება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2019 წლის უცხოური ინვესტიციების შედეგებზე კომენტარისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გასული წლის მეოთხე კვარტალი ძალიან პოზიტიური დინამიკით ხასიათდებოდა და შედეგები დამაიმედებელია. 

"ბიზნესის ნდობა იზრდება, მათ შორის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. მეოთხე კვარტალი ხასიათდებოდა ძალიან პოზიტიური დინამიკით, კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მეოთხე კვარტალში გაორმაგდა, რეკორდულად - შვიდჯერ გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა. ეს ნიშნავს, რომ არსებული ბიზნესებიც, მათ შორის უცხოური ინვესტიციებით დაფუძნებული, გაფართოვდა და  წლიური შედეგები, წინა წელთან შედარებით, მართალია მცირედით, მაგრამ ზრდის დინამიკას გვიჩვენებს, რაც შემდგომი აღმავალი ტალღის დასაწყისია," - აღნიშნა ნათია თურნავამ

ეკონომიკის მინისტრის თქმით, თუ მიმდინარე წელს რაიმე ობიექტური ფაქტორები, მაგალითად, იგივე კორონავირუსი და მსოფლიო ეკონომიკური შოკები არ შეგვიშლის ხელს, აღმავალი დინამიკა გაგრძელდება და განმტკიცდება.

დღის ამბები