08 მაისი 2024,   02:26
ვრცლად
ბარები, კაფეები და რესტორნები შესაძლოა დროებით დაიხუროს

საქართველოში მოქმედი რესტორნები და კაფე-ბარები, შესაძლოა, დაიხუროს - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

"დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება კაფის, რესტორნის, ბარების დახურვასთან დაკავშირებით. სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა. ფინანსთა სამინისტრომ ამაზე უნდა იმუშაოს, რანაირად შგევიძლია ამ ეფექტის შერბილება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

სხდომის დასრულების შემდეგ კი პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციას აძლევს კაფეებს, რესტორნებს და ბარებს, შეზღუდონ მომსახურების ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან არის დაკავშირებული. 

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მათ საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ე.წ. გატანის სერვისით. 

დღის ამბები