08 მაისი 2024,   23:21
ვრცლად
სპეცრეისი ბერლინიდან, რომელსაც საქართველოში 180 მოქალაქე გადმოჰყავს უკვე გზაშია

უკვე გზაშია თვითმფრინავი, რომელსაც საქართველოში 180 მოქალაქე ბერლინიდან გადმოჰყავს, 19 საათზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება. მგზავრებს, შემოწმების შემდეგ პირდაპირ კარანტინში გააგზავნიან. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი შესაძლოა, მათი ნაწილი კლინიკებში გადაიყვანონ.

სპეცრეისით სამშობლოში ის მოქალაქეები ბრუნდებიან, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას გაუქმებული ავიამიმოსვლის გამო ვერ ახერხებდნენ.

ბერლინის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ 6 რეისი შესრულდება. ცნობილია ზუსტი განრიგი:

24 მარტი - ათენი,

26 მარტი - ვენა,

31 მარტი - ამსტერდამი,

3 აპრილი - ვარშავა,

7 აპრილი  - ისევ ათენი

10 აპრილი  - ლარნაკა.

ხვალ ფრენას ბერძნული ავიაკომპანია "ეგეოსი" შეასრულებს. 

დღის ამბები