27 აპრილი 2024,   19:32
ვრცლად
ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა StopCov ფონდი შეიქმნა

ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა StopCov ფონდი შეიქმნა. ყველა კომპანიას, ასევე მოქალაქეს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში.

შეგროვებული თანხა, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, მიზნობრივად დაიხარჯება. ფონდში უკვე ირიცხება თითქმის მილიონნახევარი ლარი. ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია StopCov.ge-ს პლატფორმიდან.

"სახელმწიფო და ბიზნესის კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის და თანამშრომლობის გაგრძლება არის ის ფონდი, რომელიც შეიქმნა - ე.წ. StopCov ფონდი, რომელშიც აკუმულირდება მოქალაქეების და ასევე ბიზნესის მიერ შემოწირული თანხები, მიზნობრივად განაწილდება და მოხმარდება სოციალურად ყველა მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველყოფას, ამის საჭიროების შემთხვევაში ცხადია და ასევე საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მედიკოსების და ზოგადად სამედიცინო სისტემის მხარდაჭერას," – აცხადებს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.

დღის ამბები