28 აპრილი 2024,   17:18
ვრცლად
ბიზნესგაერთიანება მთავრობას კრიზისის ასარიდებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

ბიზნესგაერთიანება საქართველოს მთავრობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ერთობლივი განცხადებით მიმართავს.

მწარმოებელთა ფედერაცია, დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, დამსაქმებელთა ასოციაცია და ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ,რომ შექმნილი ეკონომიკური პრობლემები მძიმე კრიზისში არ გადაიზარდოს.

ბიზნესგაერთიანების წარმომადგენლების მოთხოვნაა, 6 თვით შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანების გადახდა.

ასევე, შეიცვალოს დღგ-ის დაბეგვრის წესი, გადავადდეს ქონების გადასახადის გადახდა, ასევე აღდგეს ე.წ. "ოქროს სიის" შეღავათები და ის ყველა ბიზნესზე გავრცელდეს.

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ საჭიროა ყველა კომპანიას თანაბრად დაეხმაროს სახელმწიფო.

"ყველა კომპანია, მათ შორის მცირე ზომის კომპანიებიც უნდა იყვნენ თანაბარ პირობებში, ეს არის უმთავრესი. დღგ უნდა იყოს გადახდილი კომპანიების მიერ მაშინ, როდესაც პროდუქტი რეალიზებული იქნება,"- განაცხადა ჭუმბურიძემ.

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია კი ამბობს, რომ ბიზნესის გაჩერება ძალიან ცუდი იქნება, რადგან შეჩერებული ბიზნესის ამუშავება ბევრად რთული იქნება, ვიდრე მისი დახმარება.

"ეკონომიკურად რა მდგომარეობა იქნება ხვალ და ზეგ, არ ვიცით, მაგრამ უკეთესის მოლოდინი არ გვაქვს ნამდვილად. გაჩერებული ბიზნესის აღდგენა ბევრად რთულია, ვიდრე მოქმედი ბიზნესისთვის დახმარების გაწევა,"- განაცხადა ივა ჭყონიამ.

დღის ამბები