08 მაისი 2024,   03:46
ვრცლად
პანდემიის ფონზე ტურიზმის სექტორის პრობლემები ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და ეკონომიკის მინისტმა ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.  

ელექტრონულ ფორმატში გამართულ დისკუსიაში ტურიზმის კერძო სექტორის 70-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. 

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ონლაინ შეხვედრა, რომელშიც  გიდები, სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების, ასევე სარესტორნო ბიზნესისა და ღვინის ტურიზმის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ძალიან პროდუქტიული იყო.

მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის ინდუსტრიისთვის დახმარების პაკეტის განახლებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, თავად ტურიზმის სექტორში დასაქმებულების მოსმენა, რა სჭირდებათ მათ, ტურიზმის სექტორში ოპერირების გასაგრძელებლად.

"ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგა. ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო, აქედან გამომდინარე ჩვენ მოვუსმინეთ დარგს. მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ  ამ ადამიანებს, რომ  არ დაკარგონ დასაქმების  ადგილები და შესაბამისად შემოსავლის წყარო.  ასევე მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ კომპანიებს, რათა განაგრძონ ოპერირება და ადამიანების დასაქმება" - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ონლაინ შეხვედრაზე გამოიკვეთა ყველა ძირითადი პრობლემური საკითხი, რომლის წინაშეც სექტორი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დადგა, ასევე საკვანძო საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც დარგის წარმომადგენლებმა დააყენეს.

მათ შორისაა, ურთიერთობა ბანკებთან, საგადასახადო დავალიანების გადავადება, მიზნობრივი სამთავრობო პროგრამები, პროგრამის "აწარმოე საქართველოში“ ახალი ინსტრუმენტების ამოქმედება.

 

 

დღის ამბები