10 მაისი 2024,   19:29
ვრცლად
საფრანგეთსა და იტალიაში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ განახლდა

საფრანგეთსა და იტალიაში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ განახლდა. იტალიაში საპილოტე პროგრამა ამოქმედდა და მოსწავლეების ნაწილი სასწავლო პროცესს საკლასო ოთახების ნაცვლად, სპორტულ დარბაზებში გააგრძელებენ.

სპეციალისტებს აინტერესებთ, რამდენად მუშაობს სოციალური დისტანციის წესები მოსწავლეებისთვის. საფრანგეთში სწავლის პროცესი ჰიგიენის ნორმების დაცვით მიმდინარეობს. ქვეყნაში ზომების ეტაპობრივად მოხსნა გუშინ დაიწყო.

"ალბათ, ცოტა რთული იქნება ბავშვებისთვის, წესები დაიცვან. თუმცა ჩვენ ვიცავთ სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს. ასე გაგრძელდება მომავალშიც," - განაცხადა სკოლის დირექტორმა, სტეფანი დელორმელიმ

დღის ამბები