09 მაისი 2024,   06:49
ვრცლად
მშობლებს, რომლებსაც ჰყავთ მშიერი შვილები და შიმშილის გამო ტირიან, როგორ უნდა ვუთხრათ დარჩნენ სახლში - ბრაზილიის პრეზიდენტი

გასული 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 11,385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, დაფიქსირდა გარდაცვალების 749 ახალი შემთხვევა. ქვეყანას 190,000-მდე ინფიცირებული ჰყავს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს.

ვირუსს ბრაზილიაში 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

"დარჩით სახლში - ეს მათთვისაა ვისაც შეუძლია იყოს კარგად, თუმცა არიან ადამიანები, ვისი მაცივრებიც ცარიელია, ჰყავთ მშიერი ბავშვები, რომლებიც შიმშილის გამო ტირიან, ასეთ დროს როგორ უნდა ვუთხრათ მშობლებს დარჩნენ სახლში," -  განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ.

დღის ამბები