09 მაისი 2024,   18:53
ვრცლად
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 255 ათასს მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით 93 ადამიანი დაიღუპა.

სტაბილურად იზრდება COVID ინფიცირებულთა რაოდენობა უკრაინაშიც. ბოლო დღე ღამის განმავლობაში COVID-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა 422 ადამიანის ტესტმა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 427-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში პაციენტის გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.

"ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 422 ფაქტი გამოვლინდა, რაც გასულ დღესთან შედარებით მცირედით ნაკლებია, ინფიცირების მაჩვენებელს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადაასწრო, დღე ღამის განმავლობაში 427 პაციენტი გამოჯანმრთელდა," - აცხადებს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი მაქსიმ სტეპანოვი.

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 860-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა. სომხეთის მთავრობის მიერ გამართულ სხდომაზე გადაწყდა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ქვეყნის ტერიტორიაზე 13 ივნისამდე დარჩება ძალაში.

დღის ამბები