10 მაისი 2024,   20:08
ვრცლად
სოფელ ხურჩასა და განმუხურში ოკუპანტებმა უკანონო სამუშაოები განაახლეს, მოსახლეობა აცხადებს, რომ მიმოსვლა კიდევ უფრო გამკაცრდა

სოფელ ხურჩისა და განმუხურის მიმდებარე ტერიტორიებზე დღეს დილიდან საოკუპაციო ძალებმა უკანონო სამუშაოები განაახლეს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შეცვლილია ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნულები და აღმართულია ახალი უკანონო ბარიერები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

მოსახლეობა აცხადებს, რომ პროცესი უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება. სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს სამუშაოების შესრულება, თუმცა მათ კონკრეტულად უჭირთ საუბარი, დაიწყო თუ არა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გადაადგილება კიდევ უფრო გამკაცრებულია.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განხორციელდა. ოკუპანტებმა მავთულხლართების მიმდებარედ დამატებითი უკანონო ინსტალაციები აღმართეს. 

დღის ამბები