07 მაისი 2024,   11:53
ვრცლად
როდის აისახება ტარიფებზე "გაზპრომის" მოწოდებული ბუნებრივი აირის ახალი ფასი - ოპოზიცია ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს

საქართველომ გაზის მომწოდებელ რუსულ კომპანია  "გაზპრომთან" ხელშეკრულება განაახლა. გასაიდუმლოებული დოკუმენტის განახლებული პირობა დღეს თავად ეკონომიკის მინისტრმა გაასაჯაროვა. ეს შეცვლილი ტარიფია, რომელიც, დაახლოებით, 15%-ით შემცირდა. ნათია თურნავა ამას ენერგობაზარზე არსებული სიტუაციით ხნის და აცხადებს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, რუსული გაზის შესასყიდი ფასი შესაძლოა, კიდევ გადაიხედოს.

ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფი გასული თვის განმავლობაში განახლდა, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, ახალ წლამდე შევა, თუმცა, კონკრეტული ციფრები უცნობია. მიზეზი კომერციული საიდუმლოებაა, რომელიც გაზპრომთან გაფორმებულ შეთანხმებას 2003 წლიდან მოჰყვება. ხელშეკრულების პირობები მას შემდეგ ეტაპობრივად იცვლებოდა და არ საჯაროვდებოდა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დოკუმენტის გამჭვირვალობას ახლა ოპოზიციიდან ითხოვენ. ზოგიერთი ოპონენტი კი საქართველოში რუსული გაზის საჭიროებას საერთოდ ვერ ხედავს.

ის, რომ გაზპრომთან ხელშეკრულება გარკვეულ რისკებთან ყოველთვის იყო დაკავშირებული, ამაზე ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებიც საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სიტუაციის ანალიზის შედეგად განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავენ, დოკუმენტის გასაჯაროების აუცილებლობაზე მაინც მიუთითებენ.

გაზპრომის გარდა, ნავთობის და გაზის კორპორაციამ აპრილში განაახლა ხელშეკრულება გაზის მთავარ მომწოდებელთან, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკართანაც," რომელიც 2020 წლისთვის საქართველოში სოციალური გაზის ტარიფის შემცირებას ითვალისწინებს.

დღის ამბები