09 მაისი 2024,   01:26
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილი მინისტრის თანამდებობაზე 15 ივნისამდე დარჩება, შემდეგ კი ავსტრიაში ელჩის თანამდებობას დაიკავებს

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი 4 წლიანი მინისტრობის შემდეგ თანამდებობას ტოვებს და ახალი მანდატით ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ხდება.

ქეთევან ციხელაშვილი მინისტრის თანამდებობაზე 15 ივნისამდე დარჩება.

"15 ივნისამდე ვაგრძელებ საქმიანობას სახელმწიფო მინისტრის რანგში. ფაქტობრივად, 4 წელია ამ პოზიციაზე ვიმყოფები. ახალი მანდატი არის საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ასევე მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში და სხვა ვენაში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური მანდატია. თითოეული იმ ადამიანის ინტერესებს, რომლებსაც მე პირადად ვიცნობ და ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათი ხმით ვისაუბრებ სხვა დიპლომატიური ტრიბუნიდან," - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. 

დღის ამბები