08 მაისი 2024,   05:21
ვრცლად
ასეთი გზავნილი მსგავსი ტერმინების გამოყენებით ივანიშვილისთვის სერიოზული სიგნალი უნდა იყოს - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ აშშ-ს რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის შესახებ თავად მისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი უნდა იყოს.

გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ საქართველოში დიდი ხანია იციან, რომ ივანიშვილი თავისი ნაბიჯებით პუტინის გავლენას აძლიერებს, ახლა კი ამას უკვე საერთაშორისო პარტნიორებიც ხვდებიან.

"ივანიშვილი და მისი რეჟიმი თავისი ნაბიჯებით აძლიერებს პუტინის პოზიციებს საქართველოში და, აქედან გამომდინარე, იმ დიდ ბრძოლაში თავისუფალ სამყაროსა და პუტინის რუსეთს, ასევე, სხვა ტოტალიტარულ სახელმწიფოებს შორის. ქართულმა საზოგადოებამ ეს დიდი ხანია იცის, ოღონდ ახლა ამას მკაფიოდ ხედავენ საქართველოს მეგობრებიც. ბუნებრივია, ის, რომ ასეთ გზავნილს აკეთებენ ასეთი ტერმინების გამოყენებით, უნდა იყოს სერიოზული სიგნალი თვითონ ივანიშვილისთვის,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც "პუტინის ახლო მოკავშირე და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს და ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესებას ითხოვს. 

დღის ამბები