01 მაისი 2024,   08:16
ვრცლად
პანკისში სუსის მიერ გებიშ ხანგოშვილის გამოკითხვას ადასტურებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან პანკისის მკვიდრის, გებიშ ხანგოშვილის გამოკითხვას პანკისში ადასტურებენ.

პანკისის ხეობის უხუცესის ხასო ხანგოშვილის თქმით, მისი შვილი ძალოვნებმა გუშინვე გამოკითხეს და ახლა ის თბილისში იმყოფება. რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას ხანგოშვილთან, ამის შესახებ ოჯახის წევრები და ადგილობრივები დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ მასთან კითხვები სპეცოპერაციის დროს დაკავებული ეროვნებით ჩეჩენი პირის მიმართ ჰქონდათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე და პანკისის ხეობაში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას, ამ დრომდე არ ავრცელებს.  

დღის ამბები