07 მაისი 2024,   17:06
ვრცლად
ჩინეთში საწვავის გადამტანი სატვირთოს აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

ჩინეთში საწვავის გადამტანი სატვირთოს აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

დაშავებულია 170-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც მკურნალობა უტარდებათ. აფეთქების შემდეგ ცეცხლმოკიდებული სატვირთო მაგისტრალთან მდებარე შენობაში შევარდა, რასაც კიდევ ერთი აფეთქება მოჰყვა, აფეთქებამ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ნგრევა გამოიწვია.

შესაძლოა მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს, ნანგრევებში მოყოლილთა დასახმარებლად სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები