07 მაისი 2024,   21:52
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების გეგმები შეაჩერა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების გეგმები შეაჩერა. გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ცენტრალური სამხედრო კომისიის სხდომაზე, "შექმნილი ვითარების" გათვალისწინებით მიიღო.

ფხენიანმა საზღვარზე მოწყობილი ხმის გამაძლიერებლების დემონტაჟი დაიწყო. მოწყობილობებს ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის საწინააღმდეგო გზავნილების გასაჟღერებლად იყენებს.

ორ კორეას შორის ურთიერთობა ბოლო დროს არასტაბილურია, გასულ კვირას ფხენიანმა სამხრეთ კორეის საზღვართან მდებარე სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა. ამის მიზეზად სამხრეთ კორეიდან აქტივისტების მიერ ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე პროპაგანდისტული გზავნილების გაგზავნა დასახელდა.

დღის ამბები