09 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
"ნამოხვანჰესი სპობს სიცოცხლეს" - ქუთაისში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

"ნამოხვანჰესი სპობს სიცოცხლეს", "ქუთაისი საფრთხეშია", "არა ნამოხვანის კასკადს" - ამ მოწოდებებით ქუთაისში "ნამოხვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

სოფელ ნამახვანის მკვიდრები დიდი ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.

მათი თქმით, გიგანტური ჰესი მათ საფრთხეს უქმნის და თუ მშენებლობა არ გაუქმდება, აქციები გაგრძელდება.

დღის ამბები