09 მაისი 2024,   15:29
ვრცლად
ამერიკასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მწვავდება - ჩინეთმა შესაძლოა უხანში მდებარე აშშ-ის საკონსულო დაახუროს

პანდემიის ფონზე ამერიკასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მწვავდება.

"როიტერის" ინფორმაციით, ჩინეთმა შესაძლოა, ქალაქ უხანში მდებარე აშშ-ის საკონსულო დახუროს. როგორც სააგენტო წერს, კომენტარი ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ჩინეთის გადაწყვეტილება, შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულოს დახურვის მოთხოვნას უკავშირდებოდეს.

ჩინეთის მეზობელ ჰონგ-კონგში, რომელსაც ჩინეთი თავის ავტონომიად მიიჩნევს, კორონავირუსთან დაკავშირებით, ახალი შეზღუდვები წესდება, სავალდებულო ხდება დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება. გარდა ამისა, ქალაქში 28 ივლისამდე იხურება სპორტული დარბაზები და გასართობი ცენტრები. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოქალაქეებს რესტორნებში საღამოს 6 საათის შემდეგ სადილობაც ეკრძალებათ.

რეკორდული ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა რუმინეთში. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსი 1,030 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, რუმინეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID-19-ის 40,163 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 2,101 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები