10 მაისი 2024,   18:30
ვრცლად
მეცნიერების წარმატება კიბოსთან ბრძოლაში - ახალი ტესტი ხუთი ტიპის სიმსივნეს წლებით ადრე აფიქსირებს

მეცნიერების წარმატება კიბოსთან ბრძოლის საქმეში - სისხლის ახალი ტესტი ხუთი ტიპის კიბოს წლებით ადრე აფიქსირებს, ვიდრე მის შემჩნევას ტრადიციული დიაგნოსტიკური მეთოდებით ახერხებენ.
ამის შესახებ ახალი კვლევის ავტორები იუწყებიან. 

ჩინურ-ამერიკული სტარტაპ ჯგუფის მიერ შექმნილმა ტესტმა კიბო აღმოაჩინა იმ ადამიანთა 91 პროცენტში, რომლებსაც სისხლის ნიმუშის აღებისას კიბოს სიმპტომები არ ჰქონდათ, მაგრამ შემდეგი 4 წლის განმავლობაში: კუჭის, საყლაპავი მილის, მსხვილი ნაწლავის, ფილტვის ან ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა ათ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და მისი მიზანია ასიმპტომურ დაავადებათა დაფიქსირება, დნმ-ის მეთილირების ანალიზის სახელით ცნობილ ბიოლოგიურ პროცესში.

დღის ამბები