10 მაისი 2024,   19:29
ვრცლად
უკრაინის დახმარება, რუსეთის აგრესია და ევროკავშირის გაფართოება - ბრიუგეში ერთიანი საგარეო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კონფერენცია მიმდინარეობს

უკრაინის დახმარება, რუსეთის აგრესია და ევროკავშირის გაფართოება - ბრიუგეში ერთიანი საგარეო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კონფერენციის მთავარი საკითხები იყო. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ევროპარლამენტარები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრები. წელს საპარლამენტო დისკუსიას საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, პირველად დაესწრო. უკრაინის მხარდამჭერი განცხადებით დაიწყო საკუთარი სიტყვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ევროპის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის გაფართოების შესახებ საპარლამენტო დისკუსიას წელს ბელგიამ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, უმასპინძლა. დეპუტატებმა პირველ სესიაზე ყურადღება უკრაინის დახმარების გაძლიერებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გაფართოება პრიორიტეტულ საკითხად იქცა. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ, გაფართოების პოლიტიკის წარმატებისთვის, კანდიდატ ქვეყნებთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

ევროპის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის გაფართოების შესახებ საპარლამენტო დისკუსია 24 -ედ ტარდება. საპარლამენტო სესიები ხვალ დასრულდება.

დღის ამბები